ინოვაციური პროექტი: იქირავე საიტი შენი ბიზნესისთვის
თავიდან აირიდე საიტის დამზადების დრო და ხარჯი
შეავსე შეკვეთის ფორმა და მიიღე სრულფასოვანი საიტი 24 საათში


ASM - არის ინოვაციური პროექტი, დაუჯერებელი, მაგრამ რეალური. ჩვენ პროექტს საიტების გაქირავება დავარქვით... 

უკვე შესაძლებელია მიიღოთ სამ ენოვანი სრულფასოვანი საიტი 24 საათში სრულიად უფასოდ.

იხდით მხოლოდ ჩვენი სერვისით სარგებლობის თვიურ ღირებულებას - 15 ლარს. (რეგისტრაციისას ხდება 3 თვის თანხის წინასწარ გადახდა)

ასევე უფასოდ მიიღე შენი შერჩეული სახელი (Domain). (მაგ.: www.სახელი.asm.ge)

ასევე უფასოდ მიიღე ტრეინინგი / კონსულტაცია: "როგორ ვმართო ჩემი საიტი" 



საიტის დიზაინი:

საიტის დიზაინი შეგიძლიათ შეცვალოთ კომპანიის ლოგოს და კორპორატიული სტილის შესაბამისად. ფერების და ვიზუალური ეფექტების გადანაწილება ხდება ისე, რომ საიტი იყოს ადვილად გამოყენებადი და გასაგები. მთავარ გვერდზე განთავსდება თქვენს მიერ შერჩეული ინფორმაციები. დიზანი ითვალისწინებს ანიმაციურ კატეგორიებს და ქვე კატეგორიებს, ასევე მთავარ გვერდზე განთავსებულ სლაიდერს.

საიტის სტრუქტურა:

თქვენ შეგეძლებათ საიტის სტრუქტურის ცვლილება საკუთარი შეხედულების მიხედვით. თქვენ შეგიძლიათ სახელი გადაარქვათ საიტის ნებისმიერ განყოფილებას, შექმნათ ახალი განყოფილებები და გვერდები, დაარედაქტიროთ და წაშალოთ ინფორმაციები. დაამატოთ და წაშალოთ სარეკლამო ბანერები. საიტზე ტექსტების რედაქტირება შესაძლებელია ვიზუალური რედაქტორით.

საიტი არ არის დამზადებული მზა ძრავზე და გამოსყიდვის შემდეგ მასზე შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის ფუნქციების დამატება და სტრუქტურის გადაკეთება. 

ჩვენს მიერ დამზადებულ ვებ გვერდებს აქვს მარტივად მოწყობილი სამართავი პანელი, მისი მართვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ვინც იცის საოფისე პროგრამები;

ვებ გვერდს ექნება:

  • მართვადი კატეგორიები და ქვე კატეგორიები;
  • დინამიური საინფორმაციო გვერდები;
  • საინფორმაციო გვერდებს ექნება სრულად ნახვა სადაც შესაძლებელი იქნება დაწვრილებითი ინფორმაციის დამატება;
  • შეუზღუდავი რაოდენობის მართვადი ბლოკები (სარეკლამო ბლოკები);
  • საკონტაქტო ინფორმაცია და მეილზე ონლაინ მიწერის სისტემა;
  • მთავარ გვერდზე განთავსებული მართვადი სლაიდ შოუ; სადაც ადმინისტრატორს შეეძლება დაამატოს და წაშალოს სლაიდები (სურათები) სურვილის მიხედვით, რაოდენობა შეზღუდული არ არის.
  • საიტზე ნებისმიერ გამყოფილებაში შესაძლებელია ვიდეოს ჩასმა;
  • საიტი იქნება სამ ენაზე (ქართული და ინგლისური + რუსული ენა რომლის ჩართვა გამორთვაც მართვის პანელიდან არის შესაძლებელი);


რა ხდება თუ საიტი გჭირდებათ? 

იწყებთ კომპანიის ძებნას ვისაც შეუკვეთავთ საიტს... მოგეხსენებათ, საინფორმაციო საიტის დამზადების ღირებულება მერყეობს 500 ლარიდან 1500 ლარამდე. თანხა იმაზეა დამოკიდებული რომელ ვებ სტუდიაში მიბრძანდებით. შეიძლება უფრო იაფადაც დაგიმზადონ კერძო პირებმა, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ხართ დაზღვეული, რომ თქვენი საიტი არ იქნება აწყობილი რომელიმე მზა ძრავზე. ამას ვერ გაიგებთ სანამ სამომავლოდ რაიმე ფუნქციის დამატებისას (მაგ. რეგისტრაცია, კატალოგი, გადახდის სისტემა...) არ გეტყვიან, რომ ეს საიტი აღარ გამოგადგებათ და ახალი საიტი გაქვთ დასამზადებელი. ეს კიდევ დამატებითი ხარჯი, დრო და ნერვებია.

საიტის შენახვას თავისი ხარჯები აქვს:

დომენის (საიტის სახელის) წლიური ღირებულებაა 30 ლარი, ჰოსტინგის ღირებულება (სივრცე სადაც საიტი უნდა განთავსდეს)  თვეში მინიმუმ 7 ლარია. საიტის შენახვა წელიწადში გიჯდებათ მინიმუმ 114 ლარი.

ბიზნესის დაწყებისას, როდესაც ჯერ კიდევ არ ხარ დარწმუნებული მის წარმატებაში, ძნელია ამხელა საცდელი ხარჯების გაღება.

ჩვენ გთავაზობთ იქირაოთ საიტი თვეში 15 ლარად.

საიტი განთავსებული იქნება ASM - ის ჰოსტინგზე, თქვენ შეარჩევთ სახელს და საიტი დარეგისტრირდება ჩვენი საიტის ქვედომენად (მაგ.: www.demo.asm.ge) თქვენ აღარ მოგიწევთ საიტის შენახვის წლიური 114 ლარის გადახდა. ამის ნაცვლად თქვენ თვეში გადაიხდით მხოლოდ 15 ლარს. საიტის ქირაობის წლიური გადასახადი გამოდის 180 ლარი.

ერთი წლის შემდეგ შეგეძლებათ საიტი გამოისყიდოთ 300 ლარად. ჩვენი პროგრამისტები თქვენს საიტს თავისი მართვის პანელით და ინფორმაციებით გადმოიტანენ თქვენს მიერ შეძენილ ჰოსტზე და საიტი გადმოვა თქვენს საკუთრებაში. საიტის გამოსყიდვა აუცილებელი არ არის, თქვენ შეგიძლიათ წლების მანძილზე გამოიყენოთ ჩვენთან ნაქირავები საიტი. 

ჩვენთან ნაქირავები საიტის პლიუსები:

როდესაც საიტს ამზადებინებთ, მისი ჩაბარების შემდეგ მარტო რჩებით თქვენს საიტთან. გვერდით არ გყავთ პროგრამისტი რომლთანაც შეგეძლებათ კონსულტაციების გავლა. არავინ აგრძელებს თქვენი საიტის დაცვის მეთვალყურეობას. არავინ ფიქრობს მის რეკლამირებაზე...

ჩვენთან საიტის ქირაობის შემთხვევაში ჩვენი პროგრამისტები მუდმივ მეთვალყურეობას უწევენ კლიენტ საიტებს.

ასევე გვაქვს ცხელი ხაზი 2 110 410, რომელზეც შეგიძლიათ დარეკოთ და მიიღოთ უფასო კონსულტაცია სამუშაო საათებში. 

ამასთან ერთად საიტები ემატება www.asm.ge-ს მთავარ გვერდზე განთავსებულ სარეკლამო კატალოგში. კატალოგს მუდმივად ექნება რეკლამა სოცილაურ ქსელში და სარეკლამო საიტებზე (www.gancxadebebi.ge, www.mymarket.ge, www.mymakler.ge და ა.შ.).

კვირაში ერთხელ ყველა საიტის რეკლამა გაშიარდება ჩვენს Facebook სარეკლამო გვერდზე რომელსაც უკვე 3560 მეგობარი ჰყავს. ასევე ჩვენი პარტნიორ CDS-ის Facebook გვერდზე, რომელსაც 7560 გამომწერი ჰყავს. 

 




სადემონსტრაციო საიტი


სადემონსტრაციო საიტზე გადასვლა

სადემონსტრაციო მართვის პანელზე გადასვლა

მართვის პანეში შესასვლელად შეიყვანეთ:
სახელი: demo
პაროლი: demo
პარტნიორები


ASM © 2016